14:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 03:41:58, 2421 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: მიხო სააკაშვილზე არაფერს ვიტყვი, მას თავისი მიზნები და მოტივები აქვს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის გარღვევას სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

როგორც გროისმანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველამ, ვინც საზღვრის გარღვევის ორგანიზებასთან არიან კავშირში, პასუხი უნდა აგონ.

„რაც „შეგინში“ მოხდა არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალის გამოყენებით გარღვევა დანაშაულია და ყველამ, ვისაც აქვს კავშირი ამ გარღვევის ორგანიზებასთან, პასუხი უნდა აგოს. განსაკუთრებით მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც საკუთარ თავს უფლება მისცეს, დაამცირონ და ხელი აღმართონ ბიჭებზე, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ. არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები აქვს. მე იმ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, ვინც მოქმედებენ პრინციპით - რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია“, - წერს გროისმანი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics