|
2017-09-09 04:46:54, 3713 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: თემურ მახაური პუტინის რეჟიმს ებრძოდა და კადიროვის პირადი მტერი იყო
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მახაურზე თავდასხმების სერია ადრეც ხორციელდებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თემურ მახაური, იგივე "ზონა" ყველა შესაძლო ხერხით პუტინის რეჟიმს ებრძოდა და რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ თემურ მახაური მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დაღესტანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი, საქართველოს მხარეს იბრძოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ალი ტიმაევი ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა მახაურის მეუღლე. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. ავტომობილში მახაურის შვილიც იყო, თუმცა ბავშვის სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)