04:41 - 14 Aug, 2026
|
2017-09-08 03:10:27, 784 ნახვა
რეგიონი
ძლიერმა ქარმა ართანას ტყეში ხანძრის კერები გააღვივა - ვითარება კონტროლირებადია
ძლიერმა ქარმა სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის თითქმის ჩამქრალი კერების ხელახლა გაღვივება გამოიწვია, თუმცა ღია ცეცხლი არ წარმოქმნილა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უბრალოდ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. მათივე ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქარს მნიშვნელოვანი გართულება არ გამოუწვევია: „მუშაობს ასობით მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. რაც შეეხება მთა თუშეთის მიმართულებას, იქ ნორმალური და სტაბილური ვითარებაა და უახლოეს პერიოდში ხანძრის ლიკვიდირებას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)