18:35 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 08:51:56, 2437 ნახვა

კომენტარი
კახეთის გუბერნატორი: ქარის შედეგად, ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქარის შედეგად ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა.

როგორც ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, მეხანძრე-მაშვლებს უწევთ იგივე სამუშაოების შესრულება, რომლებიც გუშინ უკვე დამთავრებული ჰქონდათ.

"ქარი არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა დღეს მომხდარიყო. ქარმა გამოიწვია უკვე ის, რომ ჩამქრალი, ლოკალიზებული კერების ხელახლა გაღვივება მოხდა. ამიტომ, ახლა ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უწევთ იმ სამუშაოს ხელახლა გაკეთება, რაც გუშინ ფაქტობრივად დამთავრებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა გვქონდა დარჩენილი. ეს გვირთულებს ამოცანას. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ - ცეცხლი არ გავრცელდება. უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებულ და ჩამქრალ ტერიტორიაზე ხელახალი აქტივაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც. ცეცხლი მოსახლეობას და არც მათ საკუთრებას არ ემუქრებათ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics