|
2017-09-07 03:19:55, 2136 ნახვა
კომენტარი
„ენმ“ ბიძინა ივანიშვილის მოუწოდებს, „რაჭაში უნიკალური ტყის განადგურება შეწყვიტოს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, „შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება“. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ აღნიშნა, საქმე ეხება მთავრობის 2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს და რითაც, სირაძის მტკიცებით, ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლებს. „ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპაიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი. მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა, ივანიშვილი ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს. წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მერსედესის ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით. მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც. მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვებლივ შეწყვიტონ რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანონ ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ოთარ სირაძემ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)