|
2017-09-06 05:54:17, 2466 ნახვა
კომენტარი
რატიანი „ქართულ ოცნებას“: თქვენ თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება
„ქართული ოცნების“ მიერ წარმართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი შეგვიძლია შევაჯამოთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით: "მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მმართველ გუნდს "ქვეყნის პრესტიჟი არ აინტერესებს". "ეს არის მთავარი დიაგნოზი მთელი ამ პროცესისა. იმედგაცრუებულია ყველა, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ქართული საზოგადოებაც. პრაქტიკულად თქვენ მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება და მანამდე, მთელი პროცესი, როგორც იყო, რეალურად თქვენ სრულიად სხვა გზით წახვედით. 4 თვის განმავლობაში ჩვენ ერთად დავდიოდით ქალაქ-ქალაქ და თქვენ ამტკიცებდით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, როგორი არა დემოკრატიული არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს და მაჟორიტარული სისტემა არის ავტორიტარიზმისკენ გადახრილი, ბოლოს უცებ კი, გამოაცხადეთ, რომ არაფერს არ ცვლით. თქვენ კარგად გესმით, რომ არის არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ თქვენ აღარ გაინტერესებთ აღარც თქვენი პრესტიჟი, აღარც ქვეყნის პრესტიჟი, აღარც პოპულარობა", - განაცხადა სერგო რატიანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)