|
2017-09-05 08:23:56, 790 ნახვა
რეგიონი
გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის ეფექტური ლიკვიდირების მიზნით შტაბს ახალი დავალებები მისცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის თითოეულ კერაზე ცეცხლის ქრობის გეგმა განიხილა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხანძრის უმოკლეს დროში ეფექტური ლიკვიდირების მიზნით, ახალი დავალებები მისცა. ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)