|
2017-09-05 05:23:11, 2363 ნახვა
კომენტარი
ნინო ჯავახაძე: აგვისტოში ტურიზმის თვალსაზრისით უპრეცედენტო ზრდა გვაქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძენ დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს. ,,საქართველოს მხოლოდ ერთ თვეში მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.4%-ით მეტია. აქედან 573 ათასზე მეტი არის ტურისტი, ანუ 24 საათზე და მეტ ხანს ვინც დარჩა საქართველოში ,ზოგადად, უპრეცედენტო ზრდით გამოირჩევა არა მხოლოდ აგვისტო, არამედ მთლიანად ზაფხულის სეზონი,-‘’განაცხადა ნინო ჯავახაძემ. კერძოდ, 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს ესტუმრა 2.7 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი (ზრდა 28%), აქედან 24 საათი და მეტი დროით შემოვიდა 1.4 მლნ-ზე მეტი ტურისტი (ზრდა 32.7%),-‘’განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მთლიანად 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი - 2.4 მლნ. ადამიანი (ზრდა 29.4%). ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოთ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%). ნინო ჯავახაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა შემდგომშიც განაგრძობს ეკონომიკურ ზრდაზე მიმართულ რეფორმებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დადებითი ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)