|
2017-09-05 02:43:55, 833 ნახვა
რეგიონი
ფერმერებისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გაცნობა გრძელდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონის მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფერმერებს გააცნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის და სოფლის ადგილობრივ ფერმერს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი მაღალი ხარისხის ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამლა. ღონისძიების მეორე ეტაპი ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მეორე ეტაპზე სულ 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)