|
2017-09-05 01:44:45, 2630 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთვება
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი მუშაობს. ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. „ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, ხულოში ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)