|
2017-09-05 01:14:42, 2442 ნახვა
რეგიონი
სოფელ ართანას ტყეში ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებენ
კახეთში, სოფელ ართანასთან, კოხტას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციის ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიზეზი დაკვამლიანება და ნისლია. მისივე თქმით, ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. "ადგილზე ხანძრის 3-4 კერაა. ვერტმფრენი დღეს დილას ადრიანად უკვე იყო შესული დაზვერვაზე. ალბათ, დაკვამლიანებისა და ნისლის გამო, ცოტა ხანი ვერტმფრენებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ნისლი თავისთავად კარგია, რადგან ის ტენის შემცველობასაც ნიშნავს. ასე რომ, ართანის მიმართულებაზე სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, სოფელ ართანის ტყეში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ჰექტარი მოიცვა ხანძარმა. ხანძრის ქრობის პროცესში ასობით მეხანძრე მაშველი, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ვერტმფრენები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)