12:56 - 16 Aug, 2026
|
2017-09-04 07:36:18, 2716 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი: ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. ამის შესახებ კანცლერმა მარტინ შულცთან გამართული წინასაარჩევნო დებატების დროს განაცხადა. "მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი. მე გავესაუბრები ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით და მივაღწევთ შეთანხმებას", - აღნიშნა მერკელმა. მანვე დასძინა, რომ გერმანიამ სათანადოდ უნდა გასცეს პასუხი თურქეთს თავისი მოქალაქეების დაკავების გამო. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდა, სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ და მმართველ პარტიას ხმა არ მისცენ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)