|
2017-09-01 05:28:55, 2089 ნახვა
კომენტარი
„რესპუბლიკელები“: ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის
„რესპუბლიკური პარტია“ კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებამ ევროპული ინსტიტუტების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინა. „დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება – ვენეციის კომისიასთან საბოლოო შეხვედრისა და შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების გარეშე კონსტიტუციის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით – ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი არა მარტო საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ქართული ოცნება ურყევად დაადგა ძალაუფლების მიტაცების გზას. საგანგაშო და შემაშფოთებელია, რომ ის არაფრად აგდებს როგორც საკუთარი მოქალაქეების ხმას, ისე საერთშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, რითაც სრულ იზოლაციაში აქცევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც სათავეში ედგნენ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, არის პერსონალურად პასუხისმგებელი მთელ პროცესზე. ცვლილებების მიღება მოხდა არა რეალური ჩართულობით და დიალოგით, არამედ შიდაპარტიული გარიგება/დაპირისპირების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეთა თითქმის ნახევარმა, 48 პროცენტმა, მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, არცერთი მათგანი არ იმსახურებს ასეთ უპასუხისმგებლო, ცრუ და მხდალ ხელისუფლებას. ქართული ოცნების ხელისუფლებამ, დღევანდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის და დაადგა ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა აღარ გაიმართება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)