|
2017-08-25 01:33:49, 2377 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის გაცილებით უკეთესი დინამიკა გვექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში დღის ბოლოსთვის ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ 2 დღის მუშაობის შედეგებით, ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ, რომელიც შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს: „უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა, როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე პროგნოზების გაკეთება, მაინც და მაინც სწორი არ არის, მაგრამ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება გაერთიანებული ძალებით, ალბათ მივალთ იქმადე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე.ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა პრემიერმა. მისივე განმარტებით, შედარებით რთული ვითარება არდაგანის მონაკვეთზეა. „არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალება ისე, რომ არ გართულდეს. დღეს ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება არის ეგ. ორადაა გაყოფილი ცოცხალი ძალა. სავარაუდოდ, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. კერძოდ, დღემე არსებული ძალა. დანარჩენ ზონებზე, სავარუოდ, საჯარისო ნაწილს განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კონბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)