|
2017-08-16 18:01:43, 943 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მერია აფეთქების შედეგად დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფექთების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო. აფეთქების ადგილზე ხანძარი მალევე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ირგვლივ არსებული სახლები დაზიანდა. დაზარალებულ მოსახლეობას ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრი დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს და მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)