|
2017-08-15 11:39:46, 2499 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა, - ამის შესახებ BBC იუწყება. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ორ ერს შორის კონფლიქტის პრევენციისთვის, ვაშინგტონმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სურს, რომ თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ის მოქმედებებს დააკვირდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების განთვავსება თავდაპირველად სწორედ ამერიკამ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებსმ რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)