|
2017-08-14 11:22:45, 2592 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო: ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის უშუალო საფრთხე არ არსებობს
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადებით, დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის უშუალო საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც პომპეომ აღნიშნა, ფხენიანის შეიარაღების პროგრამის განვითარების ტემპი სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ფხენიანის სარაკეტო და ბირთვულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის სტრატეგიული მოთმინება დასრულებულია. „მე მოვისმინე მსჯელობები იმის შესახებ, რომ ჩვენ ბირთვული ომის ზღვარზე ვარ. თუმცა პირადად არ მინახავს ისეთი სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, - აღნიშნა პომპეომ. კითხვაზე, რამდენად ახლოსაა ჩრდილოეთ კორეა ისეთი ტიპის ბირთვული იარაღის შექმნასთან, რომელიც ამერიკის ტერიტორიას მიწვდება, პომპეომ განმარტა, რომ „ისინი ახლა უფრო ახლოს არიან“. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს თანამშრომლობისთვის უხმო და ძალების გაერთიანება დაიწყო. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)