14:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 12:54:39, 2569 ნახვა

კომენტარი
1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, სექტემბრიდან კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება დაიწყება

1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, სექტემბრიდან დეკემბრამდე კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება დაიწყება.

როგორც ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვებმა ჯანსაღი პროდუქტი მიირთვან.

ამასთან, მისივე განმარტებით, პარალელურად იგეგმება  კამპანიის დაწყება, რომ ბავშვებს მშობლებმა სკოლებში გამოატანონ  ვაშლები.

„ძვირი და რთული პროექტია, თუმცა ვფიქრობ, ეს სიძვირე არაფერს დაგვაკლებს. პროექტის მიზანია შესვენებაზე ბავშვმა ჯანსაღი პროდუქტი შეჭამოს, მთლიან ვაშლს მისცემენ თითო ბავშვს და კვირაში ერთი ვაშლი შეხვდება.  პროექტი ამ შემოდგომიდან დაიწყება, ჯამში 40 ათასიდან 60 ათას ბავშვამდე გამოდის“,-განმარტა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics