|
2017-08-10 11:04:44, 2410 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხულორდავა: ეს კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ღია მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ. როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ამერიკის შეერტებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორუსო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის",-აცხადებს ხულორდავა. მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. "პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უკვე მოყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ",-აღნიშნა უხლორდავამ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)