14:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 17:40:04, 2395 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე: 15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს.  

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს ურჩევს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს და მათი ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს. 

როგორც თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, დედაქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს, რაც მგზავრთა შემცირებული რაოდენობიდან გამომდინარე,  ხაზებზე ნაკლები ავტობუსების გაყვანას ითხოვს.

 ირაკლი ლექვინაძის თქმით, 15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 13 სამარშრუტო ხაზზე,  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს.

„ამ დროისათვის, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს და ახალი ავტობუსების  ხაზებზე გაყვანა  არსებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავტობუსები 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. პეკინის ქუჩის დასრულების შემდეგ კი არსებულ 12 ხაზზე კიდევ ერთი, #150  ავტობუსი დაემატება.15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, ყოველდღიურად    დაახლოებით  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დარჩენილი 18 ავტობუსი კი იქნება  სარეზერვო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics