11:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 15:55:59, 2821 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტ ბაქარ ყორშიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, სასამართლომ იგი მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ნანა დარჩია აცხადებს, ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ და პროკურატურისთვის საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართვას გეგმავენ.

„არ მგონია აპელაციამ რაიმე შედეგი მოგვცეს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მინიმალური სასჯელი მიიღოს და რაც შეიძლება მალე დატოვოს მან საპატიმრო. იგი დანაშაულს აღიარებს. აქედან გამომდინარე ვითხოვთ საპროცესო გარიგებას“, - განუცხადა ადვოკატმა „რუსთავი 2“-ს.

ცნობისთვის, ბაქარ ყორშიას საქმეზე პროცესი 5 სექტემბერს დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics