01:58 - 14 Aug, 2026
|
2017-08-03 11:33:08, 838 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ტურისტი დაიღუპა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა. როგორც „სპუტნიკ აბხაზიას“ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსპიკერმა, მიზნა ლომიამ განუცხადა, ცხედრები მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. "დილით მაშველები წავიდნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად, სადაც აფეთქება მოხდა. მათ სამწუხაროდ ორი დაღუპული ტურისტი იპოვეს. ისინი ცხენით სეირნოდნენ იმ ადგილთან, სადაც აფეთქება მოხდა", - განაცხადა მიზან ლომიამ. ცნობისთვის, აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. ისინი გუდაუთის და სოხუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)