10:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 10:46:52, 2456 ნახვა

სამართალი
გამოცდილების გაზიარების მიზნით, შს სამინისტროს ინდონეზიელი პოლიციელები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი, ბექტო სუპრაპტო, დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.

სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხუციშვილი ინდონეზიის დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, დაგეგმილ პროექტებსა და სიახლეებზე დეტალურად ესაუბრა. მან ინდონეზიელი კოლეგების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს შსს-ში განხორციელებული რეფორმები და საკუთარ საპოლიციო სისტემაში მათი დანერგვის სურვილი გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს აკადემიაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში და ქართველი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics