01:57 - 14 Aug, 2026
|
2017-08-02 20:14:03, 789 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში აფეთქება მოხდა (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალები აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების გამო, ბაზასთან ახლოს მდებარე სოფელ პრიმორსკოედან მოსახლეობა ევაკუირებულია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკოესთან მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. მისივე თქმით, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გამოწვევი მიზეზები უცნობია. ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)