|
2017-08-01 12:56:27, 2678 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, იმის გამოც, რომ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს. „საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, ასევე იმის გამოც რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, ისეთი როგორც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინტიტუტების მშენებლობაში, ჩვენი დემოკრატიული განვითარება კი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ მდგრადი და სტაბილური სახელმწიფოს განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)