10:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 15:48:50, 2985 ნახვა

სამართალი
თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.რ. და 1974 წელს დაბადებული ტ.მ. თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული დ.მ. რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ აღიარებენ. ისინი, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics