|
2017-07-28 18:27:48, 980 ნახვა
რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს იღებენ
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაეცნენ. მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი ტურის მანძილზე ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და პროდუქტებს გადაიღებენ. ისინი ასევებათუმის ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, გონიოს ციხესა და მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ფილმის ფინალს გადაიღებენ. მედიატურის შემადგენლობაში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმყოფებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)