|
2017-07-27 12:21:57, 782 ნახვა
რეგიონი
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის I ეტაპი დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის I ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 კილომეტრამდე დახურული საირიგიაციო ქსელი. მიმდინარეობს შიდა კვლების მოწყობის სამუშაოები, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევთ უშუალოდ ნაკვეთებამდე მიიყვანონ წყალი. აღდგენილი საირიგაციო არხი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფ. ოჟიოსა და ხორხელის 150 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. პროექტის II ეტაპის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებით 150 ჰექტარი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)