09:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:24:07, 2631 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: ხალხის ფულით ნაყიდი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს და ბრძოლის ველიდან კისრის ტეხით გამოიქეცით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც აგვისტოს ომის დროს, აღნიშნული პარტიის წევრები იყვნენ.

თალაკვაძე ოპონენტების ფრაზამ - „რუსეთი საქართველოში თავის პოზიციებს იმტკიცებს“ გააღიზიანა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს წარსული შეახსენა:

„რუსეთზე თქვენ არ უნდა საუბრობდეთ. აქ მოვისმინე ფრაზა, რომ რუსეთი საკუთარ პოზიციებს იმტკიცებსო, თქვენ არ იყავით ის ხელისუფლება, როდესაც ათეულობით სოფელი დაკარგეთ, ხალხი დატოვეთ ევაკუაციის გეგმის გარეშე, არათუ ევაკუაციის კორიდორი გაუკეთეთ. ხალხის ფულით ნაყიდი იარაღი და ჩვენი პარტნიორების მიერ ნაჩუქარი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს და გამოიქეცით კისრის ტეხით ბრძოლის ველიდან. იმის შემდეგ თქვენი პრეზიდენტი იყო, ექს პრეზიდენტი იყო ხელი რომ მოაწერა ოკუპირებულ ხაზებს. ესაა ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ცოტა უხერხულია დღეს ჩვენკენ რომ იშვერთ ხელს ამ მიმართულებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics