|
2017-07-24 12:57:21, 818 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძიზე“ კიდევ ერთი ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძიზე" ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა მან ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად ჩაუშვა. სასტუმროს სამშენებლო კომპანია "აისი" აშენებს. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდო და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს. სასტუმროში მოეწყობა ლიფტი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)