10:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 11:45:27, 3615 ნახვა

მსოფლიო
ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ ქართველ მამაკაცს ეძებეს

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველ მამაკაცს ეძებეს.

მედიასაშუალება RÚV-ის ინფორმაციით, ბეგაძის ავტომობილი სამართალდამცველებმა ჩანჩქერთან მდებარე პარკში ოთხშაბათს იპოვეს. სწორედ ავტომობილის საშუალებით მოხდა მისი იდენტიფიცირება.

„მანქანის მფლობელებს დავუკავშირდით და გაირკვა, რომ ბეგაძემ მანქანა ითხოვა“, - განაცხადეს პოლიციაში.

ადგილზე მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად, პოლიციამ დაადგინა, რომ ნიკა ბეგაძე ჩანჩქერთან მდინარეში ბანაობდა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია: „შეიძლება თვეები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს“.

ბეგაძის მეგობრის დახმარებით, პოლიციამ გვიან ღამით, საქართველოში მისი ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ აცნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics