|
2017-07-21 14:26:40, 2404 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე: თეთრუაშვილს შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით შეუშალოს ადამიანს ხელი, მის არსებობასაც კი
„ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს“, - ასე უპასუხა ჭონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტის კითხვას -„შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა“. როგორც მეუფემ საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას კითხვები ძირითადად მის სატელევიზიო გამოსვლებთან დაკავშირებით ჰქონდა. „მე დავიკითხე ჩემი სატელევიზიო ეთერებში გამოსვლებიდან გამომდინარე. იგივე შეკითხვები იყო და იგივე დავადასტურე, ჩემი აზრი რაც არის და დავადასტურე რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის ამ ქალბატონის, შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლება. მას მხოლოდ შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს შეუშალოს ხელი, მის არსებობასაც კი“, - განაცხადა მეუფე მეტრემ და დასძინა, რომ მამა გიორგი მამალაძე უსამართლო პატიმარია. "მამა გიორგი მიმაჩნია, რომ არის უსამართლო პატიმარი, უცოდველი და უდანაშაულო არავინ არა ვართ, მათ შორის გამონაკლისი არ არის მამა გიორგი", - განაცხადა მეუფემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)