08:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 14:23:18, 2532 ნახვა

სამართალი
თათია დოლიძის საქმეზე გია კორკოტაშვილი დაიკითხა

ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა.

მან გაეროში საქართველოს ყოფილი ახლაგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უპასუხა.

როგორც კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს“, - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. აღნიშნული დოლიძის მიერ „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან მარშის მონაწილეები გააკრიტიკა და აქციას რუსული სცენარი უწოდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics