|
2017-07-15 11:31:25, 867 ნახვა
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს, მოეწყო მილხიდები და წყალსარეგულაციო კვანძები. გაიწმინდა წყალმიმყვანი და გამანაწილებელი არხები ჯამში 3,2 კმ. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფ. ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 2012 წლიდან იმერეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 450 ჰექტრამდეა გზარდილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)