|
2017-07-14 16:06:17, 2668 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატის თქმით, შორენა თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა, უნდოდა თუ არა დეკანოზს მისი მოკვლა
ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა, უნდოდა თუ არა გიორგი მამალაძეს მისი მოკვლა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მოწმეს კონკრეტული კითხვები დაუსვეს. "თვით შორენა თეთრუაშვილმაც ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას აპირებდა გიორგი მამალაძე. მას პირდაპირი და მკაფიო კითხვა დავუსვით - ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ „არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია“. დავუსვით შემდეგი შეკითხვა, - თქვენ როგორ ფიქრობთ ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე თქვენს მკვლელობას, მან თქვა რომ არ ვიციო. სიტყვა სიტყვით ვამბობ", - განაცხადა ფანცულაიამ. ცნობისთვის, დღეს მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. მისი დაკითხვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თეთრუაშვილმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ამასთან, მოწმის სახით იკითხება მეუფე იაკობიც. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს“.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)