|
2017-07-14 12:58:41, 2539 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: საქმეში არის სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ოთარ აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს
საქალაქო სასამართლოში მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, ამ დროისთვის გამოძიებას აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი იმისთვის, რომ ჰქონდეთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოთარ აბესაძემ ნამდვილად აიღო ქრთამი 3000 დოლარის ოდენობით. „გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურეობრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას. აღნიშნულის სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით 3000 ამერიკული დოლარი გამოართვა“, - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, საუბრისას ახსენებს სხვა მაღალჩინოსანსაც, თუმცა ვისი სახელით და თანამდებობით სარგებლობდა აბესაძე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. „მოცემულ საქმეზე არსებობს როგორც სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერ მოგახსენებთ, მაგრამ მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ რესტორანს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღების სანაცვლოდ 3000 დოლარი გამოართვა.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)