|
2017-07-13 16:59:22, 816 ნახვა
რეგიონი
ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება
ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება. პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე" კაპიტალდაბანდების წახალისებას. ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. ფონდი, ასევე, მხარს უჭერსდარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულ დიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებებისწახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივიტრანსპორტი და ენერგო ეფექტურობა საჯარო შენობებში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)