12:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:23:30, 2581 ნახვა

სამართალი საზოგადოება
სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს, ირმა ჭკადუას საქმის მასალები გადასცა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალები მიიღო, - ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან ე.წ მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ირმა ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძე არ უნახავს.

"ახლა ჩავიბარე საქმის მასალები, ჯერ არ გავცნობილვარ, საკმაოდ მოცულობითია, გავეცნობი და შემდგომ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბრალს, ამ წუთისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის რომელ საათზე წარედგინება, რადგან გამოძიებას დრო აქვს ღამის ათ საათამდე. მე გადმომეცა სამი დისკი, აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცი მასზე რა არის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ აუდიო ან ვიდეო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს  პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ საქმაოდ ცუდად იმყოფებოდა, დღეს ის არ მინახავს, საქმის მასალები ჩავიბარე და ბრალის წარდგენის დროს ვნახავ“ - აღნიშნა ჭკადუამ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ აბესაძისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, ვერანაირ ბრალს ვერ აღიარებდა და ზოგადად, საქმეზე მათ შორის საუბარი არ შემდგარა.

ცნობისთვის, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, მერიის უშტატო თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს, დღის პირველ ნახევარში წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics