|
2017-07-12 10:51:26, 2341 ნახვა
სამართალი
ერგნეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხზე ისაუბრეს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 79-ე შეხვედრა გაიმართა. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 7 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში დაფიქსირდა. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან პრინციპულად დააფიქსირეს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომას და მშვიდობიანად არსებობის უფლებას, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ დე -ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ე.წ. განაჩენი არის უსაფუძვლო, სრულად პოლიტიზირებული და აუცილებელია მისი უპირობო გათავისუფლება. განსახილველ საკითხებს შორის იყო 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებულ ახალგორში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხი, რომელიც 2015 წლის 4 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მონაწილეებს გააცნო ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია და მოითხოვა გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება უმოკლეს ვადაში“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)