23:12 - 13 Aug, 2026
|
2017-07-08 15:51:30, 879 ნახვა
რეგიონი
„არა ოკუპაციას“ - სოფელ ბერშუეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სტუდენტები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და საქართველოს ჰიმნს მღერიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია სხვა მოქალაქეებს მოუწოდონ, რომ მცოცავ ოკუპაციას არ შეეგუონ. ამასთან, ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან კარვებს გაშლიან და აქციას ხვალაც გააგრძელებენ. მათივე თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციას შეუერთდეს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)