|
2017-07-08 11:22:44, 2634 ნახვა
მსოფლიო
ჰამბურგში, არეულობა მასობრივი დაკავებებით დასრულდა - დაშავდა 200-მდე პოლიციელი (ფოტო)
ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტთან დაკავშირებით შექმნილი არეულობები მასობრივი დაკავებებით დასრულდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პროტესტი და არეულობა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველების თქმით, მომხდართან დაკავშირებით 102 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, არეულობის შედეგად 197 პოლიციელი დაშავდა. მედიის ცნობით, მომიტინგეები ძირითადად "მოლოტოვის კოქტეილებით" იყვნენ შეიარაღებულები. მთელი დღის განმავლობაში მიტინგი "დიდი ოცეულის" სამიტის პარალელურად მიმდინაროებდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, მანქანები დაწვეს, სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. როგორც მედია წერს, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციაში 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი მიმდინაროებს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. სამიტი დღესაც გაგრძელდება, ხოლო გუშინ "დიდი ოცეულის" ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა შედგა. ცნობისთვის, ჰამბურგი პერიოდულად მასობრივი პროტესტების გამართვით არის ცნობილი. ქალაქში არსებობს "მემარცხენეების" რაიონი, სადაც აქტივისტები ცხოვრობენ. სამიტის საწინააღმდეგო დემონტრაცია 6 ივლისს დაიწყო და სამიტის პირველ დღეს გაგრძელდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)