05:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 18:27:56, 2426 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

 თბილისის სასამართლომ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261  მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 მარტს, დ.ნ.-მ  შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მისი მეორე, არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ასევე დ.ნ-მ  24 აპრილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო 25 აპრილს მაღაზიაში მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.  დ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მისმა შვილმა და მეუღლემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს.

სამართალდამცველებმა დ.ნ. 19 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261  მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics