|
2017-07-07 17:54:30, 961 ნახვა
სამხედრო
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფება
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაგბო სეზონის დაწყებამდე ბათუმელი მორაგბეები სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ. უწყების ცნობით, II ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სპორტსმენებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რაც მიზნად მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის ამაღლებას ისახავს. სამხედრო ბაზაზე მორაგბეებისთვის წვრთნები 3 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სარაგბო კლუბ „ბათუმის“ წევრები დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და სხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ. სპორტსმენების ფიზიკური მომზადება დიდ დისტანციაზე მარშირებით დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)