05:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 15:35:49, 2334 ნახვა

სამართალი
ირმა ჭკადუა: ეს უნდა იყოს პრეცედენტი, რომ არცერთმა პოლიციელმა ადამიანისთვის ნარკოტიკის ჩადება არ გაბედოს

„ეს უნდა იყოს პრეცენდენტი იმისათვის, რომ მომავალში არც ერთმა პოლიციელმა არ გაბედოს უდანაშაულო ადამიანებს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს", - ამის შესახებ მიხეილ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თათარიშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

 მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება მაგალითი პროკურორებისთვის, განახორციელონ საპროკურორო ზედამხედველობა და არ ენდონ პოლიციელებს, რომლებიც უკანონო ქმედებებში არიან შემჩნეულები.

„მე ვფიქრობ პოლიციელი, რომელიც ჩადის ასეთ საქციელს, ეს არის საბოტაჟი სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართული. იმედს ვიტოვებ  იდენტურ გადაწყვეტილებებს  მიიღებენ იმ დაკავებულებისთვისაც, რომელთა მიმართაც არსებობს ამდენი კითხვის ნიშანი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ბაჩო სირაძეს, იმედს ვიტოვებ, რომ ისიც გათავისუფლდება, შემდეგ კაჭარავა  ქალბატონი კილაძის შვილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია. ჩვენ აუცილებლად სამართლებრივად მივყვებით ამ გზას“,-აღნიშნა ჭკადუამ.

ცნობისთვის, სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი გაამართლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics