07:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 17:59:32, 2182 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კახი ძალიან კარგი მერი იქნება

 „როგორც პრემიერმა აღნიშნა და მეც ვუერთდები მის გამონათვამს, კახი კალაძე გაიმარჯვებს აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად. მე პირადად ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახი იქნება ძალიან კარგი მერი. ის კარგი ორგანიზატორია და ქალაქს ძალიან გამოადგება,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კახი კალაძე, როგორც მთავრობის წევრი, ბოლოჯერ მონაწილეობდა.

 დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დაესწრო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშსსახელწოდებით „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“. კახი კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატია თბილისის მერის პოსტზე, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და გატარებული რეფორმები შეაჯამა. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აგრეთვე მთავრობის წევრები და ენერგეტიკული წრეების წარმომადგენლები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics