|
2017-07-06 16:22:33, 3018 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყნების ათეულშია
კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყნების ათეულშია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს დაკვეთით სპეციალისტებმა ჰაკერული შეტევების წინააღმდეგ სახელმწიფოთა შესაძლებლობები განსაზღვრეს. აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. მისი უსაფრთხოების სისტემაში მკვლევრებმა, პრაქტიკულად, ვერც ერთი მოწყვლადი მხარე ვერ გამოავლინეს. კვლევის თანახმად, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მედიის ცნობით, ათეულში შედიან მალაიზია, ომანი, ესტონეთი, მავრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია, საქართველო, საფრანგეთი და კანადა. რუსეთი მე-11 ადგილზეა. როგორც სააგენტო წერს, რეიტინგი ქვეყნების სამართლებრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო ინსტიტუტებს, მათ საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს, ასევე ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით მათ თანამშრომლობას ეფუძნება. მსოფლიოს ქვეყნების ნახევარს კი კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი ეროვნული კონცეფცია არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ ანგარიში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა. 27 ივნისის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი კომპანიები ერთდროულად იყო პარალიზებული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)