|
2017-07-06 12:04:21, 2892 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო კალაძეზე: იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც თავის მუშაობაში ასე შედეგზე ორიენტირებულია
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობა ნამდვილად მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს. მისივე თქმით, კახი კალაძეს პირადად მხარს უჭერს და მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება: „რაც შეეხება ჩემს შეხედულებას კახიზე, მართლაც იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე შედეგზე ორიენტირებულია თავის მუშაობაში. კახი კალაძე მართლა წარმატებული იქნება. მე მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს. პრემიერმა თქვა, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ამ პირობებში მას კონკურენტი არ ეყოლება, ანუ მის გამარჯვებაში დარწმუნებულია“,-აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)