08:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 13:40:14, 2820 ნახვა

მსოფლიო
ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა - დაშავდა სულ მცირე 31 ადამიანი

ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი კრიტიკულ  მდგომარეობაში იმყოფება.

France Press-ის ცნობით, კიდევ 17 ადამიანის ბედი, რომლებიც ავტობუსში იმყოფებიან, ამ დრომდე უცნობია.

"სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ავტობუსიდან გამოღწევა ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება კიდევ 17 ადამიანი", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

სამართალდამცველების თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაღუპულია.

ცნობისთვის, ავტობუსში, რომელიც ნიურნბერგში მიემართებოდა, სულ 48 ადამიანი იყო.

ინციდენტის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ მაგისტრალი გადაკეტეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics