|
2017-06-29 21:07:31, 2762 ნახვა
მსოფლიო
ერაყის არმიამ მოსულზე კონტროლი დაიბრუნა - ქალაქი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა
ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქი მოსული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან” გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა ქალაქ მოსულში მდებარე მეჩეთის ალ-ნურის მიმდებარე ტერიტორიიდან ტერორისტები განდევნეს და კონტროლი დაიბრუნეს. ამასთან, მედიის ცნობით ტერიტორია ამ დრომდე იბომბება და მიმდინარეობს საბოლოო "გაწმენდითი" მოქმედებები. ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ექსტრემისტების მმართველობა დასრულებულია. „მათ მიერ გამოგონილი სახელმწიფო განადგურდა“, – განაცხადა გენერალმა იაჰია რასულმა. როგორც BBC წერს, მოსულის ძველ ნაწილში დაახლოებით 300 ჯარისკაცი კვლავ იბრძვის, თუმცა ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომი, რომელიც უკვე 8 თვეა გრძელდება, უახლოეს დღეებში დასრულდება. ომის განმავლობაში დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, 850 000 კი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა სახელისუფლებო ძალებმა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)