|
2017-06-29 10:15:15, 2477 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს მიიღებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ლევან იზორია მონაწილეობას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრი ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილებს. ასევე, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაც მიზნად ავღანეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის და ალიანსის ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)